04:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 16:31:35, 1719 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილი გადაეფარა გახარიას, ამით აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას გადაეფარა. მისივე მტკიცებით, აქციის დაშლის ბრძანება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გასცა. 

"მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ თავისი მცირერიცხოვანი დარჩენილი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, ივანიშვილის დრო წასულია, ბარდება წარსულს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა პოროშენკო უკრაინაში დამარცხდა, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება. ამავე დროს, ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას, ის შლის ქართულ სახელმწიფოს.  

რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა და საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, როგორც არასდროს, გვმართებს გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზადაა და აქვს უნარი ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ! საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს, ამ ბინძურ ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს. 

მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება, აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს, ძველი თუ ახლები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე მამუკა ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics