12:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 16:21:58, 1638 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკი: ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ ბრიყვია ყველა ვინც რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლებაზე საუბრობს

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანშვილის განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ მას სურს რუსულ ბაზარზე იყოს დამოკიდებული. 

„ბიძინა ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ - ბრიყვია ყველა ვინც საუბრობს რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლებაზეო და პრემიერმაც გუშინ გვითხრა, რომ - დიახ გამართლებული იყო 13 მილიონი ლარის ხარჯვარუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულების ზრდაშიო. მაშინ როდესაც, მაგალითად: ერთი ბრიტანელი ტურისტი სამჯერ მეტს ხარჯავს ვიდრე რუსი ტურისტი და რუსი ტურისტები როგორც ჩამოდიოდნენ ისე ჩამოვლენ მომავალში და არავინ მათი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ არის. რატომ არ შეიძლებოდა, რომ მაგალითად ეს ფული მიგვემართა მაგალითად ბრიტანეთში საქართველოს რეკლამაზე?! ან გერმანიაში საქართველოს რეკლამაზე, საიდანაც ქუთაისის აეროპორტში ძალიან დაბალ ფასად არის იაფიანი რეისები. რატომ არ შეიძლება ეს ფული მიგვემართა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების დასრულებაზე?! რომელსაც ერთ წლიანი ჩამორჩენა აქ რის გამოც ვერ ამატებს „wizzair” რეისებს იმ ინტენსიობით რა ინტენსიობითაც სურს. ანუ ბატონმა ბახტაძემ და ივანიშვილმა გვითხრეს, რომ - დიახ ქართული ოცნების პოლიტიკაა, რომ ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე ეკონომიკაში", - განაცხადა კანდელაკმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics