|
2015-07-06 12:31:59, 810 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს გავლენა საქართველოზეც ექნება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საბერძნეთში განვითარებული მოვლენები გავლენას საქართველოზეც იქონიებს. კვირიკაშვილის განცხადებით, მაისის მდგომარეობით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია. „საქართველოზე, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა. ჩვენ უკვე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, მაისის თვეში ეს იყო დაახლოებით 2,4 მილიონი დოლარი, ანუ არშემოსული თანხა. ეს არაა მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი, დაახლოებით 15-16 პროცენტია საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან ფულად გზავნილებში. თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19-20%-მდე ავიდა. თვითონ ფულის გადმორიცხვის თვალსაზრისით იმდენად დიდი პრობლემა არაა იქ ფინანსური ინსტიტუტების შეჩერება, რამდენადაც სამუშაო ადგილების შემცირების კუთხით და ეს არის რაზეც ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. თუ ისე მოხდა, რომ ეკონომიკაში საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, ამ ადამიანებს მოუწევთ სხვა სამსახურის ძებნა, რაც ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)