12:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 19:17:15, 1801 ნახვა

საზოგადოება
გოგებაშვილის „დედა ენა“ არ იქნება ერთადერთი, ის სხვა გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხას დაემატება

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაემატა უკვე არსებულ 6 გრიფირებულ „დედა ენას“ და პედაგოგი გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი გამოიყენოს რესურსად - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბატიაშვილი  აღნიშნავს, რომ პედაგოგის არჩევანის შესაბამისად, ყველა პირვერკლასელი მიიღებს გოგებაშვილის „დედა ენას“ ისევე, როგორც მიიღებს სხვა ავტორების „დედა ენას“.

„მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში. პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ იმისთვის, რომლითაც ბავშვს უნდა ასწავლონ კლასში. რაც შეეხება გოგებაშვილის დაბრუნებას, - საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორების მიერ შედგენილი დედაენის  6-მდე სახელმძღვანელო,  რომელიც სკოლაში როგორც აქამდე ისწავლებოდა, ისე გააგრძელებენ სწავლას ამ სახელმძღვანელოებით. იაკობ გოგებაშვილსაც, მგონი აქვს უფლება, რომ  სხვა ავტორების დედა ენასთან ერთად, გოგებაშვილის დედა ენასაც მივცეთ უფლება, რომ  რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს, აირჩიოს როგორც რესურსი, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა.  ასევე, შეუძლია აირჩიოს სხვა დედაენასთან ერთად, როგორც დამხმარე რესურსი. როგორც ვთქვით, ყველა ბავშვი პირველ კლასში მიიღებს დედა ენას, როგორც იღებს უფასოდ სხვა სახელმძღვანელოებს , სხვა დედა ენებთან ერთად ამ დედაენასაც ყველა მიიღებს უფასოდ. სხვა ავტორების  გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის დედა ენა , რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად , ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics