09:41 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 17:27:39, 1712 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირეებში განაახლებს

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს. 

პრემიერის მტკიცებით, შესაბამისი უწყებები აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან. 

„კომისია უახლოეს კვირეებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ, შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჯიმში კონტაქტზე არიან თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. ორი დღის უკან იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია. მე კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივმართო, ეს არის ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე საკითხი ყველა ჩვენთაგანისთვის და მინდა ვთხოვო ყველას, მივცეთ საშუალება კომისიას და შესაბამის უწყებებს, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება შესაბამის რეჟიმში“, - განაცხადა ბახტაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics