2019-07-16 12:36:47, 2143 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საკითხი განსახილველად უახლოეს პლენარულ სესიაზე გავა.
ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის შეჩერების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიმართა, რომელსაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა. ქუცნაშვილი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქვეყანაში თითქმის ერთთვიანი პროტესტი იმის შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან