06:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 11:52:30, 1705 ნახვა

რეგიონი
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის და „ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს უმრავლესობისგან რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებას და საქართველოს მთავრობისთვის გადაგზავნას ითხოვდა.  პარტიის წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ პროცედურული ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანეს.

„რაც 20-21 ივნისს განვითარდა, ეს არის ზეპარტიული საკითხი, ანტიოკუპაციური საკითხია. რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ეხება და ტექსტშიც ამაზე გვაქვს ხაზი გასმული.  ბუნებრივია,  იმ ადამიანების დასახიჩრებას მიეცეს შეფასება. ეს საკითხი გვქონდა დაყენებული და ყველა სამართლებრივი ნორმების დარღვევით, დღის წესრიგში არ შეიტანა ბიურომაც კი, მაშინ, როდესაც ყველა ფორმალური ნორმა დაცული გვქონდა.  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა, „მე ასე გადავწყვიტეო“, -  ერთპიროვნულად მიიღომ გადაწყვეტილება,“-განაცხადა  მირდატ ქამადაძემ.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე აცხადებს, რომ საკითხი ცდება მათ უფლებამოსილებას და ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, საკითხი სხდომაზე არ გასულიყო.

„როდესაც ის ცდება ჩვენს უფლებამოსილებებს, ჩვენ ვალდებული არ ვართ განვიხილოთ ეს საკითხი კომისიაზე. მიუხედავად ამისა, ბატონი მირდატის თხოვნის თანახმად, მე დავაყენე კენჭისყრაზე, მომხდარიყო თუ არა ამ საკითხის განხილვა. სადაც ყველამ ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი იმას, რომ არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. თუ არ არსებობს საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ კომისიის დასკვნა, ის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ბიუროს დღის წესრიგში“, - განაცხადა თემურ კახიძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics