|
2019-07-15 10:27:46, 960 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართა
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ღონისძიება ამჯერად კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში გაიმართა. ღონისძიებაზე საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში ჩატარდა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაშები, შეჯიბრი და შოუ-პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტი და დიჯეი. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო კი კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, სამსახურის წარმომადგენლებთან და კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს, დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
(NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)