02:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 11:32:57, 4376 ნახვა

მსოფლიო
ამერიკა Facebook-ს 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს

ამერიკაში, სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზების გამო 5 მილიარდი დოლარის ჯარიმა დაეკისრა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ გამოიტანა.

მედიის ცნობით, ფედერალური სავაჭრო კომისიამ შეიწავლა Facebook-ის საქმე ინფორმაციის არასაიმედო გაცვლის თაობაზე, რომელიც 87 მილიონ მომხმარებელს ეხება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის არაჯეროვან გაცვლას ჰქონდა ადგილი.

ცნობისთვის, პერსონალური მონაცემბის დაცვასთან Facebook-ს პრობლემები არა ერთხელ შექმნია. მიმდინარე წლის 26 აპრილს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Facebook-ის უსაფრთხოების სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო, სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6 აპრილს Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics