|
2019-07-12 18:00:30, 2527 ნახვა
სამართალი
ნინო ჯავახაძემ ბათუმის კონფერენციაზე უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. წლევანდელი კონფერენციის საპატიო სტუმარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის სესიაზე, რომელიც შეეხებოდა განათლებითა და მობილობით ახალი თაობის გაძლიერებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების, მობილობისა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას. ნინო ჯავახაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ხელშესახებ შედეგებზე და ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ მნიშვნელობას. შესაბამისად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარმატებით განხორციელებას და ამ მიმართულებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან. აღნიშნულ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორი - ლორენს მერედიტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკავშირის რეგიონალური ოფისის დირექტორი - ოლა ჰენდრიკსონი და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ევგენი შესტაკოვი. სესიას მოდერაციას უწევდა ევროპარლამენტის ყოფილი წევრი კლერ მუდი.
(NS)
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)