09:29 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 15:09:10, 1897 ნახვა

პოლიტიკა
„8 ტყუილი, რომელიც გახარიამ თქვა“ - გოკა გაბაშვილი შს მინისტრის ინტერვიუს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმაურება.

გაბაშვილის შეფასებით, გახარიამ გადაცემაში 20-21 ივნისის  მოვლენების შესახებ 8 ტყუილი თქვა:

„1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია - ტყუილია - გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ

2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა - ტყუილია - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა - ტყუილია - პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა - ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის - ტყუილია - იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ - ტყუილია - პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში - ტყუილია და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

8. გადადგომა პასუხესმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს - ტყუილია ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.

სამართლებრივის დროც დადგება...“, - წერს გოკა გაბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics