|
2019-07-12 11:02:27, 602 ნახვა
რეგიონი
ფერმერები წელს თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე - 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. „თხილის კულტურა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს, ფერმერებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრომ ინტენსიური ღონისძიებები განახორციელა, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი და, შესაბამისად, შემოსავალი გვქონოდა. ბოლო პერიოდში, დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი ღონისძიებები განვახორციელოთ, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანასთან კოორდინირებულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ეს არის მავნებლის გავრცელების მკვეთრად შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს და გაამარტივებს როგორც მოსავლის რეალიზებას, ასევე პროდუქციის მიკვლევადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს. ყურადღება გამახვილდა თხილის ფასზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია მოსავლის შენახვის პირობები იყოს დაცული. შეხვედრაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ აღნიშნა, რომ ასოციაციის მთავარი ამოცანა თხილის მოსავლის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შედეგები პოზიტიურია, მნიშვნელოვანია ფერმერებმა ბოლომდე მიიყვანონ წამლობის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. სათათბირო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)