|
2019-07-11 23:02:36, 2424 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერის მეშვეობით, საპროტესტო აქციის „სირცხვილია“ მონაწილეებს მიმართა. წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რას ეტყვის მინისტრი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 22 დღეა მის გადადგომას ითხოვენ, გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პირველ რიგში იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს იმ აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა რას ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციელი, ხარ ჯარისკაცი, როდესაც შენ თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ საყოველთაო, ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, ვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მათთან საუბრის. ვისაუბროთ იმაზე, რაც მმათვის საინტერესოა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გამოხატვის თავისუფლება არის მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავდა აქამდე და როგორც ზრუნავს დღეს, მაგრამ როგორც კი, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის და პოლიციაზე ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უდნა ვიცოდეთ, რომ პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში და არა ქაოსში, გაიზარდონ და თავისი მომავალი დაუკავშირონ იმ ქვეყანას, სადაც კანონი და სამართალი არის უზენაესი და არა ძალადობა და პოლიტიკური წესწყობილების შეცვლა ფიზიკური შეტევებით პარლამენტზე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს. ვინ უფრო მიემხრობა რადიკალიზაციას, ამომრჩეველი მას დასჯის“, - მიმართა შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს.
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)