04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 21:38:13, 5847 ნახვა

კომენტარი
გახარია გრიგოლიას: როდესაც თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ გვყავს პოლიციელი, რომელმაც 95%-ით მხედველობა დაკარგა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20-21 ივნისის აქციაზე სამარტალდამცველებმა ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენეს. 

როგორც გახარიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლციამ ძალას გადაამეტა. 

"ჩემთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი. რომლებმაც შეასრულეს ფუნქცია, თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვეს სახელმწიფო ძალადობისგან და ინსტიტუციონალური ჩამოშლისგან. ჩვენი სტანდარტი იქნება, რომ ეს არის მიღწევა, ეს არის ჩვენი მოვალეობა, და არა გაქცევა. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ამ ღონისძიების დროს ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და პროპორციული. იყო გარკვეული შემთხვევები ძალის გადამეტების, რომელსაც გენპროკურატურა იძიებს. ეს უწყება არის დამოუკიდებელი და შს მინისტრ გიორგი გახარიას მასზე გავლენა არ აქვს", - აღნიშნა შს მინისტრმა. 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინტერესდა, თუ რატომ არ დაიბარეს შს მინისტრი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე, რაზეც გახარიამ ასე უპასუხა: "მეც დამიბარებენ". 

გრიგოლია აგრეთვე დაინტერესდა, თუ რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის პირები, ვის გამოც რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. 

"ადამიანებმა დაკარგეს თვალი, აფარებული ხელი სახეზე გახდა აქციის სიმბოლო", - მიმართა ჟურნალისტმა გიორგი გახარიას. 

"ჩვენს შორის განსხვავება არის. თქვენ უფლება გაქვთ და ვალდებულება გაქვთ იყოთ მსგავსად ემოციური. მინდა გითხრათ, როდესაც ერთ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად 95%-ით მხედველობა დაკარგა. ეს ადამიანიც უნდა გვახსოვდეს", - აღნიშნა შს მინისტრმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics