|
2019-07-11 20:43:33, 2071 ნახვა
სამართალი
გახარია - როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო, გაფრთხილებას წინა ხაზზე აზრი აღარ ჰქონდა
„მაშინ, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას წინა ხაზზე უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციელებს ფარები წაართვეს და რამდენიმე მათგანი კორდონიდან გაიყვანეს, სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ძალა გამოეყენებინათ. „რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი აქციის მონაწილეთა მიმართ რამოდენიმეჯერ იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას წინა ხაზზე უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 30 პოლიციელი იყო გატაცებული ამ მასაში და სამასზე მეტი ფარი იყო გატაცებული. შეუძლებელი გახდა ამ პოლიციელებისთვის თავიანთი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ პრერიმეტრის დაცვა, ისინი იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. რატომ გაზი? იმიტომ რომ გაზი არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი, რატომ უკან? იმიტომ რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. უკან ვისროდით იმიტომ, რომ პირველ რიგში იმ ადამიანების გაფანტვა მომხდარიყო, რომლებიც შეტევაში არ იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)