08:34 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 20:17:24, 1472 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ აბაშის სადგურზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განცხადებას ავრცელებს.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საკითხის პოლიტიზირება მოახდინა და დეზინფორმაცია გაავრცელა.

„დღეს დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია რუსთავი2-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზამ" მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით.

მიუხედავად ამისა ტელეკომპანია რუსთავი2-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან დადაიცვან უსაფრთოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და  დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics