|
2019-07-11 16:20:33, 1662 ნახვა
კომენტარი
იანკოვიჩი: როგორ შეიძლება 20% ოკუპირებული იყოს და მთავრობა უშვებდეს ასამბლეის ჩატარებას, რომელიც რუსეთის რბილი ძალის ვექტორია
ვუდროუ უილსონის ცენტრის მკვლევარი ნინა იანკოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება კრემლის რბილი ზალის მაგალითია. ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩატარდა მართლამდიდებლობის საპარლამენტტაშორისო ასამბლეა საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მკვლევარის განმარტებით, ხსენებული ასამბლეა რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. "საქართველოში ვიყავი როდესაც პროტესტი დაიწყო. რუსი დეპუტატის სპიკერის სავარძელში ჯდომა არის რუსეთის რბილი ძალის გაფართოება, რასაც მცოცავი სახით ბოლო 8 წელია ვხედავთ, ხალხის რეაქცია კი, არის რეაქცია რუსეთის მიმართ "ქართული ოცნების" ღია კარის პოლიტიკაზე. როგორ შეიძლება ტერიტორიების 20% ოკუპირებული იყოს და მთავრობა კვლავ უშვებდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას. როგორც ვიცით, ეს რუსეთის რბილი ძალის ვექტორია, თავისი "რუსკი მირით" და მართლმადიდებლური ეკლესიით. საკმაოდ რთული საკითხია რა თქმა უნდა, არ მშურს "ქართული ოცნების" - მან უნდა ეცადოს დააბალნსოს ვაჭრობა და პოლიტიკური საკითხები, თუმცა ვიცით, რომ ეს ჰიბრიდული იარაღი საზოგადოების ყველა ემენტს მოიცავს, კულტურულს, რელიგიურს, ეკონომიკურს და პოლიტიკურს. ჩვენ მთელი ეს პაკეტი უნდა განვიხილოთ, როდესაც მას ვუპირისპირდებით. უამრავი საკანონმდებლო და კულტურული აქტივობებია "რუსკი მირის" ქოლგის ქვეშ, რომელიც იარაღად იყენებს ისტორიას, რუსეთსა და საქართველოს შორის საერთო კულტურულ კავშრებს. რა თქმა უნდა ყველას სურს ერთ დღეს ამის ნორმალიზება, მაგრამ ფაქტია, ვიდრე რუსეთი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას არ მოახდენს ეს არ მოხდება", - განაცხადა იანკოვიჩმა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)