12:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 13:30:55, 1456 ნახვა

სამართალი
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრიბი, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესში უამრავი შეცდომაა დაშვებული. 

„13-დან 10 ბიულეტენი შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მარალი ხარისხით. ანუ, სახალხო დამცველმა აღნიშნა ამ ბიულეტენის შესწავლის შედეგად, რომ სულ მცირე ათ ბიულეტენში, ანუ ათმა ადამიანმა, რაც ძალიან ემთხვევა იმ მაფიოზურ შემადგენლობას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და ჩაცემენტდა იუსტიციის საბჭოში, ათმა ადამიანმა ერთნაირი სქემით შემოხაზა კანდიდატები. გარიგებები არა თუ სასამართლო სფეროში,  ფეხბურთის სფეროშიც ისჯება, თუმცა ზიანი, რად უნდა ლაპარაკი, უდავოდ უფრო დიდია, როდესაც მსგავს გარიგებებს, ჩუმ შეთანხმებებს, რაც არის მაფიოზური ხელწერა, ადგილი აქვს იმ სფეროში, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სამართლიანი, თუ უსამართლო მომავალი“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პროცესში ნეპოტიზმის ფაქტები ფიქსირდება.

„ეს დარღვევები უკავშირდება კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ კონკურსში მონაწილეობენ ჩვენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ოჯახის წევრები, ნათესავები. ანუ, ერთ შემთხვევაში ეს არის ცოლის ძმა, მეორე შემთხვევაში ეს არის - მაზლი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ, კენჭის ყრაში მონაწილეობას ღებულობდნენ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც არის მათი ნათესავი. პროცესი არის დაზიანებული და ძალიან დიდი საქმე არის გაფუჭებული. მოვითხოვთ, რომ პროცესი შეწყდეს და გამოცხადდეს კონკურსი თავიდან",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics