08:46 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 10:58:56, 1190 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი - საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის, ევროპის ქვეყნებისთვის და რუსეთისთვისაც კი

 „მინდა, მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი“, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, წელს ასევე, აღინიშნება ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავი, რამაც დიდი შედეგი მოიტანა.

 „ჩემთვის პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაში, არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. ამან მოიტანა უფრო ფართო პერსპექტივა ჩვენს დისკურსში. ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც ძალიან დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის - პოლონეთისთვისაც. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც თბილისში დაიწყო დემონსტრაციებით, გაგრძელდა პოლონეთში, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და ა.შ. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, დროა აღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომა ამ ეპოქისო. მე დღეს ძალიან ხმამაღლა მინდა განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ რა გზა გავიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს გზა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics