08:46 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 10:04:35, 1015 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში

აღმოსავლეთ პარტნიორობას სერიოზული წარმატების ისტორია გააჩნია. აღნიშნულ წარმატებათა შორის ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველო, რომელმაც დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი, და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

„საქართველოს ევროპული არჩევანი ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა.  საქართველოს ევროპისთვის ბევრი აქვს შემოსათავაზებელი, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების გარდა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოებამ მოიპოვა უზარმაზარი მნიშვნელობა და მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღნიშნულ საკითხებზე. ძვირფასო მეგობრებო! შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში და საქართველო მზად არის ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics