08:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 18:05:45, 1502 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს

 „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი,  ნინო ნიჟარაძე არხის გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს.

პარტნიორთა კრებას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებს მისი ადვოკატი აცნობს.

9%-იანი წილის მფლობელს თავად გვარამიაც გამოეხმაურა.

„აგერ, მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები - იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენ“, - წერს გვარამია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics