|
2019-07-10 12:49:42, 1681 ნახვა
სამართალი
„ხელისუფლებას სურს, პარალელი ვარდების რევოლუციასთან გაავლოს“ - უგულავას გამოკითხვა დასრულდა
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უგულავამ შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი ვარდების რევოლუციასთან გაავლოს. „ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლოს ვარდების რევოლუციასთან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)