07:49 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:59:47, 1083 ნახვა

პოლიტიკა
„თუ ვინმეს სურს კონკრეტულ საკითხებზე დიალოგი, მზად ვართ“ - ოხანაშვილი ვასაძეს ეხმაურება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ძალადობრივი და ჰომოფბოური ჯგუფის მოთხოვნებს ემხაურება.

 როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპარლემენტო უმრავლესობა კონსულტაციებისთვის მზადაა.

თუმცა, მისივე განმარტებით, რომ რაღაც კანონი უნდა გაუქმდეს, სწორი მიდგომა არაა.

„ერთის მხრივ მესმის გარკვეული ადამიანების პოზიციები, თუკი მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული პოზიცია. თუმცა, ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ნებისმიერი ჯგუფი იმისგან, რომ არ გახდნენ მსხვერპლი კონკრეტული პირების ქმედებებისა. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე საკითხის განხილვა სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ამ ფორმით საუბარი, რომ რაღაც კანონი უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ შეუწყობს ხელს დიალოგს და არ შეუწყობს ნებისმიერ საკითხზე სხვა ადამიანებთან მსჯელობას ხელს. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს სურს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და დიალოგი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძეს, არ მგონია რამე პრობლემას ხედავდეს ვინმესთან შეხვედრაში. შესაბამისად, ეს საკითხი არის კონკრეტულად მისი გადასაწყვეტი და ამასთან დაკავშირებით, ის თვითონაც გასცემს ამაზე მედიას პასუხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ გუშინ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრს მოითხოვა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics