08:57 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:05:33, 1173 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე ხაზარაძეზე: არ მგონია, რომ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს

„ქართული ოცნების“ წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს პოლიტაკაში დიდი მხარდაჭერა არ ექნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„რა შანსები აქვს ბატონ ხაზარაძეს პოლიტიკურად, ეს ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მასყველას აქვს უფლება, დააფუძნოს მოძრაობა და იმუშაოს და იმოქმედოს იმ არეალში, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის კუთხით. ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, ეს უფრო, ალბათ, პოლიტიკური პარტიისკენ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics