12:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 12:04:14, 1069 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველზე მიმდინარე ორივე აქცია დაიშალა - „სირცხვილია“ 19:00 საათზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ორივე აქცია - (ანტისაოკუპაციო და ძალადობრივი) დაიშალა.

ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ 19:00 საათზე განახლდება.

დღეს პროტესტის მეოცე დღეა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სამართალდამცველები დაპირდნენ რომ საღამოს ადგილი თავისუფალი დახვდებათ.

რაც შეეხება, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს, გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, მათ შს მინისტის გიორგი გახარიას გადადგომა და დეოკუპაცია არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი, „თბილისი პრაიდის“ არ ჩატარება მიღწეულია და პარლამენტის წინ დარჩენის მიზანს ვერ ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს პარლამენტთან  ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. „სირცხვილიას“ დემონსტრანტებს ძალადობრივმა ჯგუფებმა  პარლამენტის წინ დადგომის საშუალება არ მისცეს და არც აპარატურა ააწყობინეს. აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდა. აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. მათ შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics