08:08 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 14:12:24, 1358 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები არიან მობილიზებული, ინციდენტი მოხდა.

ჰომოფობიური განწყობის მქონე მოქალაქეების გაღიზიანება  მოქალაქე ეკა ჯანაშიას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ტრიბუნიდან  საზოგადოებას რუსული ოკუპაციის ერთად გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

მოქალაქის სიტყვებს დამსწრე საზოგადოება ხმაურით შეხვდა, ქვეყნის მოღალატე უწოდეს და სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

"როცა ქვეყანაში არსებობს ოკუპაცია, ყველა სხვა პრობლემა მეათასეხარისხოვანია. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია",- განაცხადა ეკა ჯანაშიამ პრესასთან საუბრისას.

ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics