18:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 13:25:22, 511 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში პროგრამას „ორი თაობა“ ახორციელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ორი თაობა“ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში 45-მა მოზარდმა გაიარა.

სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს ყოველდღიურად  სტუმრობდნენ და  მოხუცებს  სხვადასხვა  საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოს კეთილმოწყობაშიც.

პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ გადასცა.

მისი განცხადებით, „ორი თაობის“ მიზანია  14-18 წლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა დასახმარებლად.

„პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. პროგრამა საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებშიც აქტიურად დაიწყება“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ.

პანსიონატის ბენეფიციარმა მურმან ხაჭაპურიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და ახალ თაობაში მაღალი მოხალისეობრივი კულტურის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთრხა ჩვენ ახალ თაობას. მათში არის მაღალი მოხალისეობრივი კულტურა, რომელიც ძალიან დასაფასებელია. ისინი დიდ ყურადღებას იჩენდნენ თითოეული ჩვენგანის მიმართ. ეს ის თაობაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო და დახმარების ხელი გაუწოდა დაზარალებულებს“, - აღნიშნა მურმან ხაჭაპურიძემ.

პანსიონატის დირექტორის დარეჯან თომაძის თქმით,  „ორი თაობის“ მონაწილეები არა მხოლოდ ბენეფიციარებს ეხმარებოდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულები ადმინისტრაციულ საქმიანობაშიც.

ამასთან, ახალგაზრდებმა პანსიონატის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ჩამონათვალის ელექტრონული ბაზაც შექმნეს.

პროგრამა „ორი თაობა“ 6 თვეა თემქის მოხუცთა პანსიონატში პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი განხორციელება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მსგავს დაწესებულებებში იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics