2019-07-08 10:22:43, 1226 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს იწყებს
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს იწყებს. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტაში“ გამართავს.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, კონსულტაციებში ჩართავას გეგმავს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან