10:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 21:03:47, 2125 ნახვა

სამართალი
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების პატიმრობა შეუფარდეს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. მათ შორის, ზურაბ ბუდაღალაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატები გირაოსთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, ბრალდებულების კონტროლის შუამდგომლობას აყენებენ.

რაც შეეხება გირაოს თანხებს, ადვოკატებმა 3000-დან 5000-მდე ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობები დააყენეს.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics