13:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 14:19:16, 1360 ნახვა

საზოგადოება
​„მოვითხოვთ რუსეთის პირსისხლიანი აგენტი, ჯალათი გახარია გადადგეს“ - მოქალაქეთა ნაწილი მე-12 დღეა შიმშილობს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე პირი შიმშილობას განაგრძობს. 

როგორც ადვოკატმა და ერთ-ერთმა მოშიმშილემ ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ის თანამოაზრეებთან ერთად იქამდე იბრძოლებს, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. მისივე თქმით, რამდენიმე მოშიმშილე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

„ამ ეტაპზე შიმშილობა მიმდინარეობს, როგორც პარლამენტის წინ, ასევე, შეკვეთილში. აქ დავრჩით ახლა ორნი იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი. შიმშილობის მეთორმეტე დღეა, მხნედ ვართ, ორგანიზმი მოგვყვება იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმით, მოვითხოვოთ გახარიას გადადგომას. გახარიასი, რომელიც არის ჯალათი, რომელიც არის რუსეთის პირსისხლიანი აგენტი და ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ერთში, კრემლის დღის წესრიგით მოქმედებს დღევანდელი პროკურატურა, დღევანდელი შსს, დღევანდელი მთავრობა“, - განაცხადა ბასილაიამ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics