2019-07-06 10:44:04, 1144 ნახვა
საზოგადოება
მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა
მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, ცნობილია, რომ მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სსკ-ის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან