13:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 18:58:15, 1062 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც შემუშავდა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის  დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით, რის ვალდებულებაც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულებით; 

დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, საჯარო განხილვისთვის უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და   იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.  

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE 

პარალელურად, უახლოეს პერიოდში, დაიწყება გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვა ბიზნესასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან.

აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. 

• მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის; 

• შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით; 

• მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;

• ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;

• შენარჩუნებულია  ყველა  არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც  ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;

• შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics