|
2015-07-03 21:31:43, 677 ნახვა
საზოგადოება
მერიამ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის წესი წარადგინა
თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საკრებულოს წევრებთან - რიმა ბერაძესთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, მედიას 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული პირებისაგან, რომლებიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი, მოხდება განსახლების ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა, ხოლო შუალედურ პერიოდში - მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას კი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს. ვიცე-მერის ინფორმაციით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი შეთავაზების მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. „იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სურს ამ შეთავაზებით სარგებლობა, მას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, რომ დღესვე მოხდეს მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, თუ მიწის ნაკვეთი მოხვედრილია სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტი გამოისყიდის უძრავ ქონებას იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო სტიქიამდე“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა: დაზარალებულ ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი. სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურება მას შემდეგ დაიწყება, რაც საკრებულო აღნიშნულ წესს დაამტკიცებს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)