|
2015-07-03 19:26:35, 407 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების საკითხი. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული დოკუმენტის დროული და ეფექტიანი შემუშავების მნიშვნელობას წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-7 ციკლის დროული და წარმატებული დასრულების თვალსაზრისით. მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების სტატუსსა და მათი დროული შესრულების მნიშვნელობაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში, რაც კიდევ უფრო აქტუალურია 2016 წელს, ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით. სხდომის ფარგლებში, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ნატო-ს კვირეულისთვის მზადების საკითხი განიხილეს. კვირეულს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაუწევს ორგანიზებას. ნატო-ს კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება როგორც დედაქალაქში, ასევე, საქართველოს რეგიონებში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)