2019-07-03 14:37:12, 1387 ნახვა
საზოგადოება
ენმ-ს მხარდამჭერები გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ივანიშვილის ბიზნესცენტთან მივიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან მივიდნენ.
დემონსტრანტები საავტომობილო მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძნენ.
ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
საღამოს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია კვლავ განახლდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან