21:13 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:39:10, 1578 ნახვა

სამართალი
შსს - დეზინფორმაციაა, თითქოს აქციის დაშლაში სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მხოლოდ შსს-ს დანაყოფები მონაწილეობდა და ინფორმაცია სხვა სამინისტროების ან მათი ქვედანაყოფების ჩართულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.

ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს  ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics