|
2019-07-03 13:00:37, 2350 ნახვა
მსოფლიო
ვინ წარადგინეს ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე
ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს ლიდერების რიგით მეოთხე შეხვედრა იყო, რომელიც წარმატებით დასრულდა. ევროსაბჭომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინა. გამარჯვების შემთხვევაში ფონ დერ ლაიენი ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ინფორმაციის მიხედვით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი აირჩიეს. არჩევის შემთხვევაში ის დონალდ ტუსკს შეცვლის. აერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელი კი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პოსტზე წარადგინეს. რაც შეეხება ევროპარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმებას ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა მიაღწიონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)