|
2019-07-03 12:27:57, 1269 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ, ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს, ეს ხელისუფლებას დაბრალდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევაში არა სიტუაციის ესკალაციისთვის, არამედ ბევრ საკითხზე მოსაზრებების გაცვლისთვის არიან ჩასულები. კარასინის თქმით, თბილისში ექმნილი ვითარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არასასურველ გავლენას იქონიებს. „განვიხილოთ ადგილზე ვითარება, ძალის არგამოყენების დოკუმენტზე ვიმსჯელოთ. შევეცდებით უფრო უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს იმისათვის, რომ როგორმე გამოვიდეთ ამ არასახარბიელო სიტუაციიდან, რაც 20-21 ივნისის შემდეგ შეიქმნა. ეს არასასურველია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამას როგორმე უნდა გადავაბიჯოთ. ორმხრივი ურთიერთობასთან ამას კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკური თემა. მიდის პოლიტიკური ბრძოლა. მოდის არჩევნები. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა რომ ეს მიდიოდეს ანტირუსული დაძაბულობის ფონზე. ამას უნდა როგორმე გავექცეთ. დემონსტრაციებმა, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა დაანგრიეს ყველაფერი. შეიცვალა მთელი სურათი. ახლა გარკვეული დრო დაგვჭირდება. უკეთესს პერიოდს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მისივე განცხადებით, რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს. „მათ სურთ საქართველოში ტურისტებად ჩავიდნენ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს, მაშინ ყველა რუსეთის ხელისუფლებას დააბრალებს. ჩვენი მოქალაქეები იტყვიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ გათვალა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები. ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიეთ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ამასაც დრო სჭირდება. მთავარია ორმხრივი კეთილგანწყობა. ესაა მთავარი პირობა“, - აღნიშნა კარასინმა "იმედთან" ინტერვიუში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)