08:28 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 00:08:00, 1465 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილიას მე-13 დღე პერფორმანსით დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილიას მე-13 დღე პერფორმანსით დასრულდა. აქციაზე შემოიტანეს მუმია ავტომატით ხელში. პერფორმანსის ავტორის, გიორგი ყოლბაიას თქმით, მუმია ხელისუფლების სიმბოლოა. როგორც მან განმარტა, მუმია შემაღლებული ადგილიდან იყურება, სწორედ ისე, როგორც ხალხს ბიძინა ივანიშვილი უყურებს. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მუმია წითელი საღებავით შეღებეს, რაც 20 ივნისს დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

"სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ. გავაკეთებთ დიდ ტენტს ე.წ. თანასამუშაო სივრცეს... ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს პარლამენტის წინ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, ხოლო 6 ივლისს იგეგმება ფართომასშტაბიანი მსვლელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics