|
2019-07-02 19:25:48, 1753 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს
პირი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორს, გიგა მაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს. ამის შესახებ მაქარაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განუცხადა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი შეცვლილი სახელი და გვარით ემუქრებოდა, თუმცა მისი იდენტიფიცირება პოლიციამ უკვე შეძლო. „ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შეხება არ მქონია, არასდროს არ მოუწერია ჩემთან, არავითარი კონტაქტი ჩემთან არ ჰქონია. ზუსტად გინებით იწყებს და მუქარით იწყებს, არც არანაირი ძველი ნაცნობობა და არც რამის გახსენება არ აქვს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. მეტიც, ეს კაცი არ არის დათო მაზანაშვილი, სხვა სახელით და გვარით არის მოსული, ბუნებრივია, რომ იმალება. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა, არ ვიცი სახელი და გვარი, თუმცა, მე როგორც მივხვდი, ეს რა პროცედურებიც ჩატარდა იქ, სხვა სახელით და გვარით არის. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოახდინა პოლიციამ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ძალიან მალე მოახდენენ რეაგირებას იმიტომ, რომ მსგავსი ადამიანები დიდ ფსიქოლოგიურ საფრთხეს წამოადგენენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დღეს მაქარაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ე.წ. „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიმართ მუქარის ტექსტია ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)