|
2019-07-02 14:20:08, 1918 ნახვა
სამართალი
„უნდათ პოლიტიკურ საქმიანობას შევეშვა, არ გამოვა ჩემო ბიძინა“ - მელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, აცხადებს, რომ დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მუხლს გაასაჩივრებს, რომლითაც მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა სურს. „მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთებინა, იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ ძალაში დატოვებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რაც საქალაქომ მიიღო, იყო მოსალოდნელი, თუმცა რთულია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ამ დუნიაზე ვერავინ შეძლებს. ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორიც არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რადგან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, - იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა. ვაცნობებ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ცნობა არაა საკმარისი, შემდეგ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საბჭოთა კავშირი სხვა არაფერია, თუ არა ეს - თუ დამნაშავე ვარ, აქ რა მინდა, ციხეში უნდა ვიყო. თან მეუბნებიან, დამნაშავე არა ხარო და თან სახლში იჯექიო. არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)