07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:59:34, 1364 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს

"ნიკა მელიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებით დარჩა თავისუფლებაში, ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება", - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სამართლებრივად, არც პროკურორის თანხმობა და არც სხვა გადაწყვეტილებები მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბი არ უნდა გახდეს.

„ფაქტია,რომ გენერალურ პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ნიკა მელია რჩება თავისუფლებაში. რაც შეეხება ყველაფერს დანარჩენს -  მოგეხსენებათ, ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა.  მე როგორც ვიცი,  დღემდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. დაველოდებით დასაბუთებულ განჩინებას, გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ნიკანორ მელიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებით დარჩა თავისუფლებაში,  ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება. ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტილება ვერ შეზღუდავს მის პარლამენტარის უფლებამოსილებას,“- განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის  სააპელაციო სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც პროკურორმა ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.  თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ძალაში დატოვა.
საქალაქო სასამართლოს  მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მელიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics