05:21 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:51:11, 1189 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დადგენილება დაარეგისტრირა, რომლითაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დადგენილება დაარეგისტრირა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა:

„ეს დადგენილება, რომელიც ჩვენ 21 ივნისს დავარეგისტრირეთ, გარკვეულწილად არის ლაკმუსის ტესტი იმ არაადეკვატურობის, რომელსაც ქართული ოცნება იჩენს. პირველი რეაქცია მათი იყო, რომ თურმე 19-ში უნდა დაგვერეგისტრირებინა, ანუ 20 ივნისამდე, რომ განხილვა მოსწრებულიყო. მეორე რეაქცია იყო რომ სექტემბერში უნდა განგვეხილა. და მესამე რეაქცია გუშინ ბიუროზე იყო, რომ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული და სხვა პრიორიტეტები გააჩნია იურიდიულ კომიტეტს, რომ შეიძლება ვერ მოესწროს რიგგარეშ სესიაზე  განხილვა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ჯერ კიდევ მოწყვეტილია რეალობას და ხალხს.

რაც შეეხება გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს, ის არ განელებულა და არც განელდება. ამას აჩვენებს ის, რომ უკვე 2 კვირაა პროტესტი გრძელდება. ხალხი ითხოვს გახარიას გადადგომას და ის უნდა წავიდეს. იმიტომ, რომ  ესროლა თავის თანამოქალაქეებს და მოუწყო გავრილოვის ღამე, არ შეიძლება რომ დარჩეს თანამდებობაზე, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics