|
2019-07-01 15:55:36, 1545 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბოლო პერიოდის პროცესებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ცვლილებების შეტანა იყო საჭირო
„უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო ინიციატივის - “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციის განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. „დღევანდელი შეკრების მიზეზი, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით. გვსურს წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და, რაც მთავარია, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. საზოგადოებამ იცის, წლებია ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდა 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე გადაიდგა პრინციპული ნაბიჯი და შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში და 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით. აღნიშნული ცვლილება იყო საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, დემოკრატიულ განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადობრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით. ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ეროვნული მიზნების გარშემო პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ამ მიდგომით გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. ამისთვის არსებობს შესაბამისი პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ნიუანსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)