|
2019-07-01 10:37:53, 873 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ყურადღება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD IV შესახებ ისაუბრა. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, საბჭოს მდივანმა ეკატერინე ზვიადაძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და ამოცანები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას - კონკურენტიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)