|
2015-07-03 16:01:53, 337 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთბოების დალაგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბერუჩაშვილმა Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას აღნიშნა, ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებაზე. "სტატია არ მინახავს და რთული იქნება ახლა ჩემი მხრიდან კომენტარი ერთი კონკრეტული ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. ერთი მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველო განუხრელად მიყვება როგორც დაგეგმილია და როგორიცაა ქართველი ხალხის არჩევანი, ევროპული, ატლანტიური ინტეგრაციის გზას. დღეს საქართველომ მიიღო მთელი რიგი სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს ვალდებულებეთან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებებთან დაკავშირებით და სეც არის ნაწილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტების. ამიტომ კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა, გამოწვევების გათვალისწინებით, რაც არის რეგიონში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და წითელი ხაზები, რომლის ფარგლებში გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგს და ჩვენს პოლიტიკას",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)