08:14 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 19:43:18, 1884 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს.

მმართველი გუნდი პრეზენტაციაზე პოლიტიკურ პარტიებს, ცესკოს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს.

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

 პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics