14:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 15:18:43, 1498 ნახვა

საზოგადოება
20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქი მართვით სუნთქვაზე რჩება

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველზე დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმართელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს.

მისივე თქმით, 3 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს, კიდევ 3 კი, რეგიონალურ ჰოსპიტალში.

„რაც შეეხება ალადაშვილიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთან ჩატარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ეს პაციენტი, 35 წლამდე მამაკაცი მოხსნილია აპარატიდან, არის კონტაქტური და ამ პაციენტთან იგეგმება, როდესაც უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მოგვცემს, რეაბილიტაცია უკვე საზღვარგარეთ. რაც შეეხება, მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ 2 პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა დაგეგმილი. კერძოდ, ისინი მკურნალობას გერმანიასა და ისრაელში გააგრძელებენ. 

რაც შეეხება დაშავებულ სამარტალდამცველებს, ორი თურქეთშია სამკურნალოდ გადაყვანილი. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics