07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:11:47, 2108 ნახვა

კომენტარი
თურნავა: ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება მეწარმეთა დაზარალების მცდელობას, ვიქნებით მათი ინტერესების სადარაჯოზე

საქართველოს მთავრობამ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა, რაც აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას.

დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

„ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები გამოყენებული იქნება, როგორც ვაჭრობის შემზღუდავი მექანიზმი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, კანონპროექტი მომზადდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. „მაგრამ ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება ადგილობრივ მეწარმეთა დაზარალების მცდელობას, ჩვენ ვიქნებით მათი ინტერესების და შესაბამისად, ადგილობრივი მუშახელის სადარაჯოზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისგან. დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად. პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური რეგულაცია 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics