|
2019-06-28 14:17:40, 1692 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და მთელ სამინისტროს "პირადად მისგან და მთელი საზოგადოებისგან" მადლობა ეკუთვნის. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა. ბახტაძის თქმით, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორი ვე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დრემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა - ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და ეს უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი", - განაცხადა ბახტაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)